ჩვენ შესახებ

Ramon Molvizar

რამონ მოლვიზარი (ესპანეთი)- სავაჭრო მარკა წარმოადგენს ბეჟარ პარფიუმისა და კოსმეტიკის კორპორაციის დიადი ნაწილების შერწყმას.

ბრენდს სახელი თავისი შექმნილის რამონ ბეჟარის პატივსაცემად დაერქვა.

რამონ მოლვიზარის სურნელება ცნობილი იყო ჯერ კიდვ დიდი ხნის ნანატრი ბრენდის წარმოშობამდე. უფრო ადრე რამონი ამუშავებდა საავტორო პროდუქციას ცნობილი პარფიუმერული კომპანიებისთვის, ასევე სამეფო პირებისთვის. საბოლოოდ, მან ბარსელონაში შექმნა საკუთარი ლაბორატორია,სადაც იქმნება ყველაფერი საუკეთესო. აქ დიდება იხლართება კეთილშობილებასთან, გრაციოზულობა შეხამებულია დახვეწილობასთან, სინატიფესთან. ბრენდის სახელის მეორე ნაწილი დარქმეულია მოლვიზარის პატივსაცემად-თვალწარმატაცი ადგილი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, სადაც დაიბადა არომატული ნაწარმოების ოსტატი. სწორედ აქ ერწყმის ერთმანეთს ორი საპირისპირო კლიმატი: ხმელთაშუა ზღვისა და ტროპიკული. ამით შეგვიძლია ავხსნათ ის რომ რამონ ბეჟარის კოლექციაში ლიდერის ადგილი უკავია სხვადასხვა მცენარეთა სამყაროს და მინერალებს.რამონ მოლვიზარის სუნამოები ჭეშმარიტი პარფიუმერული შედევრია. ყოველი ფლაკონი შეიცავს ფირფიტას, რომელიც დამზადებულია ნამდვილი 22 კარატიანი ოქროსგან. სუნამოსთან შერწყმისას ის კანზე ტოვებს თბილს ოქროს პატარა ნაწილაკებს.პარფიემურულ კომპოზიციას ოქროს ფირფიტები ეხმარება დიდხანს გაახაროს მფლობელი ფერთა გამით. ლინკი შეგიძლიათ იხილოთ რამონ მოლვიზარის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ელიტარური ბრენდის პირველი კოლექცია- ''რამონ მოლვიზარი'' პირველად წარდგენილი იქნა 2001 წელს, თუმცა მისი ავტორი, ცნობილი პარფიუმერი რამონ ბეჟარი 25 წლზე მეტია მუშაობს ამ სფეროში, და არცთუ წარუმატებლად! მარკაზე ''ბეჟარ პარფიუმერი და კოსმეტიკა''მომუშავე პარფიუმერი ქმნიდა კომპოზიციებს მრავალი ცნობილი ადამიანებისთვის,ასევე მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ოჯახის წევრებისთვის, ინდივიდუალური შეკვეთებით. რამონ მოლვიზარის ისტორია- ეს არის ოცნების, ამბიციის ისტორია. ისტორია იმაზე, თუ როგორ შეიძლება ოცნება სინამდვილედ იქცეს. ბეჟარი მიისწრაფვოდა შეექმნა ბრენდი, რომელიც შეძლებდა პარფიუმერიის სამყაროში წამყვანი გამხდარიყო და ეს მას გამოუვიდა. კომპანიის კონცეფცია მდგომარეობს იმაში, წარმოების საწყის ეტაპებზე შენარჩუნებულ იქნას ტრადიციები და ხელით მუშაობის პრინციპი. რამონ მოლვიზარში არ აღიარებენ არაფერს, გარდა საუკეთესოსი: ნედლეული, მთის ბროლის ფლაკონი, ძვირფასი მეტალებიც კი. ბრენდის ექსკლუზიურობა მოითხოვს ნატიფ ატმოსფეროს.